Posts

friends, როგორც სერიალი და როგორც ასეთნი

Image
ჩვეული ადგილი დავიკავე სტარბაქსში. ისე შევეჩვიე სადმე ყავის ჭიქით ჯდომას და ისე წერას, სხვა გარემოში ვერც წარმომიდგენია. ამოჩემებული ადგილები... თან თავისუფალი რომ გხვდება :) გადაჭედილია სრულიად, ერთი ადგილი იყო ზუსტად დარჩენილი ფანჯარასთან, სწორედ იქ, მე რომ მიყვარს. გავიდა მორიგი 3 თვე. ხვალ ვბრუნდები. საათებს ვითვლი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაც უფრო ახლოვდება, უფრო მიხარია. ისე მიხარია, ისე... სავარაუდოდ ამას ამძაფრებს ახალი წლის მოახლოება, ახალი ბინის რემონტის ამბებზე სირბილის მოლოდინი, და რა თქმა უნდა მონატრება (ეს - თავისთავად). არც ამ 3 თვის შეჯამებას ვაპირებ და არც წლის. თუმცა, წელზე მაინც ვიტყოდი ორიოდ სიტყვით, რომ კარგი იყო. ბევრი თუ არა, რამდენიმე ძალიან კარგი სიახლით და სასიამოვნო ამბებით. ვერ დავემდურები, მოკლედ :)  ზოგადად, ეს პოსტი კონკრეტული თემისთვის მინდოდა მიმეძღვნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვბოდიალობ და ყველაფერს მოვედე. friends - სერიალი, რომელსაც ჩემი აქ ყოფნის ბოლო 1 თვე დაეთმო აქტიურად, ანუ თითქმის ყველა თავისუფალი წუთი, როცა სახლში ვიყა...

ფიქრნი ვაპიანოდან სტარბაქსამდე, ანუ ღვინიდან ყავამდე.

Image
შესავალი, ანუ ბლოგის მაინსპირერებელი საკუთარივე პოსტი: მარტო კაცი სულაც არ არის ჭამაში ცოდო. ყოველ შემთხვევაში, მე სულ მიყვარდა მარტო ჭამა. და რომც არ მყვარებოდა, ბაქოში ჩამოსვლის მერე  შევიყვარებდი, რათა არ მომეწყინა. სპაგეტი ბოლონეზეზე მეფიქრება 3 დღეა. არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე, მაგრამ ორგანიზმი მთხოვდა ამ გემოების კომბინაციას და რადგან ფარში და ხორცის მანქანა არ მქონდა , მოვიცალე და იტალიური სამზარეულოს გერმანულ ქსელს ვეწვიე ბაქოში. რაღაცნაირი, ფილმური სიტუაციაა va piano -ში. არ ვიცი, განათებამ გამოიწვია, უფრო სწორად დაბნელებამ (მოსაღამოვებულა ამასობაში), საღამოსკენ ხალხის მატებამ და ამით გამოწვეულმა რაღაცნაირმა მყუდრო ფონურმა ხმებმა/ხმაურმა, რომელიც ასეთი ობიექტებისთვის არის დამახასიათებელი, მუსიკამ, რომელიც თითქოს რაღაც ვიდეოს გმირად გაგრძნობინებს თავს, თუ მაინც უბრალოდ იტალიურმა წითელმა ღვინომ... ან იქნებ, ყველაფერმა ერთად? ან იქნებ იმის ბრალია, როგორც იქნა სამუშაო კვირის ბოლო რომ დადგა, საქმე და საჩქარო არაფერი მაქვს და თავს უფლებას ვაძლევ, გარეთ ვივა...

როცა ორშაბათი იწყება სამშაბათს

Image
ამონარიდი ჩათიდან, უშუალოდ წერის დაწყებამდე:  - კაი გოგო ხარ - ახლა ვეცდები, რამე დავწერო და უფრო კარგი გოგო ვიქნები :) - მიდი. მინიმუ, 3 გვერდი, ისე არ წამოხვიდე მაქედან!  ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც შენი სულ სჯერათ, ხანდახან იმაზე მეტად, ვიდრე შენ თვითონ საკუთარი თავის. სჯერათ, ანუ შენ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან და ამას როცა გამოხატავენ, ორმაგად გემატება ძალა. ასეთი მეგობრების ყოლა ბედნიერებაა.  დღეს ვფიქრობდი დილით, მე რომ თბილისში ვყოფილიყავი და რომელიმე ახლო მეგობარი სხვა ქვეყანაში გადასახლებულიყო, რა რეაქცია მექნებოდა მეთქი. ხოდა მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სახლში ვიქნებოდი, სხვებიც დამრჩებოდნენ, სხვა ბევრი მეგობარიც. დიდ ასაკში ეს მგონი უფრო რთულია. გგონიათ, არავინ წასულა? რამდენიმე მეგობარი უკანმოუხედავად არის გადასახლებული. და არ გეგონოთ, არ განვიცადე მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ადრეულ ასაკში მოხდა ეს. განვიცადე, ცხადია. ძალიან. მერე ბევრი მოვლენა მოხდა კიდევ ცხოვრებაში, ბევრმა წყალმა ჩაიარა...

sentimental blog from silent baku

Image
sentimental mood უკუსვლით რომ დავიწყო, სიმბა გამახსენდა, ფრენდის პოსტმა გამახსენა, რომელიც, სავარაუდოდ დღეს საკუთარი ძაღლის ევთანაზიას დაესწრო. მე ვერ დავესწარი. ვერც ვიტირე. მანამდე ვიტირე შინაგანად, როცა ბოლოჯერ ავიყვანე ხელში და თითები ლამის ერთმანეთს შეეხო, ლამის ნეკნებში გავიდა, ისეთი ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი, როცა ჩვეულებისამებრ ტახტზე ახტომას ეცადა და ვერ ახტა, გადასაფარებელს დაეკიდა საცოდავად და ჩამოვხსენი... გული მიკვდება, რომ მახსენდება. სად მიდიან ცხოველები სიკვდილის შემდეგ?... მანამდე გოგოებმა დამირეკეს ვიდე ქოლით, თამუნას (ჭ.) დაბადების დღიდან. თითქმის ყველა ერთად, პლუს სხვებიც. თბილისში, ვერაზე მეგობართან სახლში საღამოს ყოფნის სენტიმენტები... უფრო მანამდე, საღამოს თამუნამ (ვ.) მოიწერა გრუფში, ჩამოვედი გუშინ გერმანიიდან და რას შვებით, ახლა ვბრუნდები ჩემი დისგან და სანამ სახლში წავსულვარ, მოვალ რომელიმესთან, ან თქვენ მოდითო, მალე, თორემ მერე დამეძინებაო. იქ ერთი ჩვეულებრივი თბილისური საღამო იყო და ეს მიმოწერაც ჩვეულებრივი იყო დანარჩენებისთვის. მე ვერ ჩავერ...

ქრონიკები ქრონიკებში

Image
4:04 წიგნი დავამთავრე ვიღაც მჭირდება, რომ ამაზე დაველაპარაკო, ან გადავხედო მაინც. შევხედო და უსიტყვოდ ვუთხრა, რა მაგარი იყო. და ისიც უსიტყვოდ დამეთანხმოს. ხვალიდან ცოტა ხანი სიცარიელე იქნება. წიგნის შემდგომი სავსე სიცარიელე პ.ს. ახლა დავხედე პოსტს, სანამ ავტვირთავდი და 4:04-ზე გამეღიმა. ორნაირად აღიქმება... 404 blog not found

ჰანი, ამ ჰოუმ

Image
აქაურობისთვის ცალკე ბლოგი უნდა გამეხსნა, ახლა ვხვდები. შემოვიხედე და ბოლო ნაწერები ყველა ბაქოში მაქვს გაკეთებული. ძირითადად ბაქოს ქრონიკებია. სხვები კი ჩვ.წ.აღ.-მდე ერას ეკუთვნის. მაგრამ რაღა დროსია, იყოს, როგორც არის. ოდესმე ცხოვრების სხვა ეტაპზეც მომინდება ხოლმე წერა, იმედი მაქვს. მანამდე კი, რუბრიკა "ბაქოს ქრონიკები" გრძელდება.  დღიურის სახე პრინციპში არასოდეს ჰქონია ამ ქრონიკებს. დეტალურად არ აღმიწერია არც ჩემი მოღვაწეობა აქ და არც რომელიმე კონკრეტული დღე. პრინციპში, არც სხვა ბლოგებში მაქვს ჩემი დღეების დეტალური აღწერა არსად: დილით ავდექი, პირი დავიბანე, კიჭები გამოვიხეხე და ა.შ. ანტრეში ვზივარ პირველ სართულზე. ფანჯარასთან არსებულ ბარის ტიპის მაგიდასთან. ასეთი ტიპის კაფეებში ასეთ ადგილას ვამჯობინებ ჯდომას, და არა სავარძელში და ჩვეულებრივ პატარა მაგიდასთან, თუკი მარტო ვარ და მით უმეტეს, თუ ლეპტოპი მაქვს თან. რაღაც თავის ხიბლი აქვს ამ ყველაფერს. არასოდეს მესმოდა ხალხის, რომელსაც უყვარს წამოწოლა, წოლა ზოგადად (თუ ღამე არ არის და არ გეძინება) და ბევრი ძილი. ბო...

მზიანი ფაზლი

Image
ღრმა თვალები არ ყოფილა მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა  ბოლო დღეს აღარ გვქონდა იმდენი დრო, ზღვაზე სხვაგან წავსულიყავით. დავრჩით ქალაქში. დილით ყველა ჩვენ-ჩვენ გზაზე წავედით, სხვადასხვა სურვილები გვამოძრავებდა.  ჩემთვის მარიამობა იყო. მერე ვისაუზმე მარტომ, ნელა, დიდ, მაღალჭერიან ლამაზ კაფეში, სადაც კარგი საუზმე და მზიანი გარემო აქვთ. მერე ცოტა ხნით სხვა კაფეში გადავიკვეთეთ. იქიდან სახლში წავედით, ჩავლაგდით და გზები ისევ გაიყო.  ორმა სალონს მიაშურა მატარებლამდე დროის გაყვანის მიზნით. ორმა დავასრულეთ მოწესრიგება, ჩალაგება და ქალაქში გავედით. ცხელოდა. დღისით  აქ განსაკუთრებით ცხელა.  სამი დღე ვუყურებდი ამ ქალაქს და ვფიქრობდი, რომ  გული მტკივა, ის ქალაქი აღარ არის, რომელიც მიყვარდა, აღარავინ ზრუნავს და მაქსიმალურად ამახინჯებენ. მეშინია, რომ ნელ-ნელა სრულიად დაკარგავს თავის ხიბლს და მომავალ წელს უკვე სულ სხვა ქალაქი დამხვდება. არა და მინდოდა, მთელი ცხოვრება გამყოლოდა ეს უპირობო და ცოტა არაადეკვატური სიყვარული. მეოთხე დღეს, დღისით ქუჩებში უმიზნოდ ბოდია...