Posts

კვირა დილის განწყობა და უბრალო პოსტი საუზმის მოლოდინში

Image
ვფიქრობ, რაზეა დამოკიდებული წერის სურვილი? განწყობაზე, მოვლენებზე, მოვლენების არ არსებობაზე თუ უბრალოდ ფანტაზიაზე? ფანტაზიაზე კი, ცხადია, როცა მწერალი ხარ და არაფრიდან ქმნი ფერს. მე კი ძირითადად უფრო ფაქტების- ან განწყობისმიერი ჩანაწერები მაქვს, აღწერა, ან უბრალოდ ნაფიქრი / ნაგრძნობი. შეთხზვით არაფერს ვთხზავ, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია. ადრეულ რამდენიმე მცდელობას არ ვთვლი.  ყველაზე ხშირად ბოლოს როდის ვწერდი? ბაქოში ყოფნის დროს, თითქმის კვირაში ერთხელ, როცა ე.წ. #ბაქოს ქრონიკებს ვწერდი, ძირითადად სტარბაქსში, ან ანტრეში და ძირითადად კვირის ბოლოს. არა და ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ყველაზე მოვლენებუხვი იყო მეთქი ის პერიოდი. კი, განსხვავებული იყო, ახალი (ბოლოს უკვე აღარ ახალი), მაგრამ დიდად მოვლენებზე არ მიწერია, უფრო განწყობას გადმოვცემდი იქიდანაც. დღიურისებრი ჩანაწერი იყო და ლაივები ტექსტად გადმოცემული.  სავარაუდოდ კორონამ ჰქმნა თავისი. შეანელა ყველაფერი. რაღაცეები - შეაჩერა. დრო - არა. ძალიან არ მინდა, ცხოვრება კორონამდე და კორონას შემდეგ პერიოდებად დაიყოს: კ.წ. აღ.მდე და კ.წ.აღ...

""განწყობის თეორიის" ჩემეული ვერსია, ანუ არა ბანანა თევზის ამინდი

Image
სელინჯერს აქვს ერთი ასეთი მოთხრობა - ბანანა თევზის ამინდი. ახლა რომ მკითხოთ, რაზეა მოთხრობაო, არაფერი გამახსენდება. სათაური მახსოვს მხოლოდ და ასოციაციურად გამახსენდა, როგორც ვიცი ხოლმე. ამინდმა გამახსენა. ბანანა თევზის არ ვიცი, და სრული რელაქსაციის და სიმწვანესთან, სილურჯესთან (ცას ვგულისხმობ) და სიმშვიდესთან შერწყმის ამინდია. ნირვანაში ყოფნის ამინდია :) ყოველ შემთხვევაში - აქ.  ხმები, რომლებიც დილიდან მესმის - ჩიტების ხმებია და ბუნების. საღამოს ამას ზარების წკარუნი და აქა-იქ ძროხების ღმუილი (ღმუის, ხომ, ძროხა?) ემატება. იშვიათად - მათ გამოკიდებული ძაღლის ყეფა.  ცა არის იმდენი, იმდენი, გგონია, რომ დაასეივო, 1 თვე გეყოფა, რომც არ გამოიზოგო. რა მჭირს ამ ცაზე? ქალქში მცხოვრები ადამიანის სინდრომია ეს? მალტაში დამემართა ან რომში, ზუსტად არ მახსოვს. პირველი რაც "აღმომხდა" - ცა, რამდენი ცაა მეთქი! იმიტომ, რომ თბილისში ცას და ჰორიზონტს ფაქტობრივად ვერ ხედავ.  ნეტავ შეიძლებოდეს ამ ყველაფრის დასეივება. თუმცა, რაღაცნაირად ასეც ხდება. გადიხარ ქალაქიდან ასეთ ადგილას, იტენები და მერე გ...

მზე, გარფილდი და შვებულება

Image
თითებს მოთხოვნილება აქვთ, წერონ. როგორც წესი, ასე ხდება. გავხსნი ლეპტოპს, თითებს შევახებ კლავიატურას, და მერე თვითონ დარბიან, თვითონ პოულობენ საჭირო ასოებს და კლავიშებს.  დღეს ფანტასტიური ამინდი იყო. ასეთ ამინდში მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არა, მგონია, რომ ყველაფერი უკვე კარგად არის და მომავალში საერთოდ - ფანტასტიურად იქნება. ბევრჯერ მითქვამს და ალბათ დამიწერია კიდეც - მზის ელემენტები მაქვს, მზეზე ვიტენები.  31 დეკემბრიდან გადავწყვიტე, მართლა შვებულება მომეწყო, დამესვენა კარგად. ხოდა ჯერ აგარაკზე, ოჯახთან ერთად შევხვდი ახალ წელს და გავხსენი "შვებულება". თბილისს გარეთ, სადაც კოვიდის არსებობა საერთოდ არ მახსოვდა, ჰაერზე პირბადის გარეშე სიარულის ხიბლი გავიხსენე და მოდუნება                                                    მერე კი ჩამოვედი და აქ, ჩემ სახლში მინდოდა შემერგო ეს თავისუფლება და dolce far niente. რა ვაკეთე? დავისვენე, გა...

dreaming of a golden christmas

Image
   ეს პოსტის შესავალი არ არის, უბრალოდ… არ ვიცი, რა არის, კომენტარია ჩემი ბლოგის შესახებ, ალბათ: მოკლედ, ბლოგის წერა უკვე აღარ მახსოვს, როდის დავიწყე, უხსოვარ დროს,  before it was cool  :)  მაშინდელი ნაწერები ახლა რომ გადავიკითხო, ალბათ მეუცხოვება, ან შეიძლება გამეცინოს კიდეც, იმდენად სხვა ცხოვრებიდან იყო. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვენლობა. მაშინ Facebook ჯერ არ იყო და არ ვიცი როგორ, მაგრამ უფრო ვაგნებდით ერთმანეთის ბლოგებს და ჩემი მკითხველი მყავდა, ცოტა, მაგრამ მყავდა. კომენტარებიც მიხაროდა. მეც მქონდა საყვარელი ბლოგები.  დღეს უფრო დიდ სივრცეში ვართ გაჭრილები. მე კი აღვადგინე ისევ წერა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კერძოდ კი ბაქოში გადასვლისას. ბაქოს ქრონიკებით ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემმა ბლოგმა და მას მერე, ასე თუ ისე, ვცდილობ, პერიოდულად ვწერო. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლება არც არავინ კითხულობს მეთქი, მაგრამ მთავარია, მე მქონდა მოთხოვნილება წერის და განვაგრძობდი. მერე ფბ-ზე დაშეარებულ ლინკზე ლაიკები და ბოლოს კომენტარებიც რომ წამოვიდა, მივხვდი, (მ)კითხულობენ და გ...

მანდარინისფერი განწყობა

Image
შესავალი როგორც ხვდებით, აქ (ბლოგზე) ვცდილობ, ნეგატივს, პრობლემებს და ცუდ  განწყობას, თუ აზრებს თავი  ავარიდო  და ამაზე არ ვწერო. ყველაფერი ამისთვის ტვ, კოვიდ რეალობა და ფბ არსებობს და ამაზე აქ მეტად ჩაღრმავებას არ ვაპირებ. ამიტომ, მარტივი რჩევა მაქვს - თუ ჩემი მცდელობები, კარგი განწყობა შევიქმნა და თუ მოვახერხე, სხვებსაც შევუქმნა, ან გავუზიარო მაინც, ვინმეს არ  მოსწონს, უბრალოდ ნუღარ განაგ რძობს კითხვას. skip ცისია :) დანარჩენებისთვის კი - მორიგი ქრონიკები ჯიქიადან: თუ საშობაო / საახალწლო განწყობა თვითონ არ მოდის შენთან, შენ მიდიხარ და მოათრევ მას ყურით - გადავწყვიტე მე და ორივე ყურში მოვკიდე ხელი. განწყობასაც და ჩემ თავსაც. ჩამოყრილ ყურებში. ეს შენ არ ხარ, ვერ გცნობ მეთქი და დავაცქვეტინე ყურები, ცხვირიც ავაწევინე, თავიც.  ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს, მაგრამ ნაძვის ხემდე სხვა ნაბიჯებიც არსებობს.  გამახსენდა, წინა კვირას გერმანელმა მეგობარმა ვიდეო გამომიგზავნა. არაფერი ისეთი, ყველასთან რომ აგზავნიან მისალოცად, ისეთი ვიდეო იყო. მე კი არც მიპასუხია მილოცვით :/...

ვისკი, ველო და street spirit

Image
ისევ რაღაც ფილმს ვუყურებ. დისტანციას იცავენ 1,5 მეტრს. სხვა მიზეზით: კისტური ფიბროზი აქვთ და გადადების თავიდან აცილების მიზნით, ამაზე მეტად მიახლოება აკრძალული აქვთ. არა და ერთმანეთი უყვარდება ორ ახალზაგზრდას. უფრო სწორად - თინეიჯერები არიან. და იციან, რომ ადრე თუ გვიან, და უფრო ადრე, ვიდრე გვიან, აღარაფერი უშველით და წავლენ. ჯერ ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ მგონია, ცოტა მაინც დაიკიდებენ რაღაც ეტაპზე. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რამე უნდა დავიკიდოთ, რადგან მაინც ყველას ერთი ბოლო გვაქვს მეთქი. პირიქით, საკმაოდ ვფრთხილობ. და არა მარტო (უფრო სწორად, უფრო მეტად არა) ჩემი თავისთვის. სხვა რამე მინდოდა, მეთქვა: რაღაცეები არ უნდა გადავდოთ ალბათ ცხოვრებაში. სულ იმაზე მეფიქრება, რა გავაკეთე და მოვასწარი კორონამდე. კორონას წელთ აღრიცხვამდე. კ.წ.აღ.მდე. ასე თუ ისე ბევრი მოგზაურობა რომ მოვასწარი, ეგ მიხარია. არ უნდა ელოდო უკეთეს შემთხვევას, რომელიც არ იცი, როდის დადგება. არ შეინახო ის, რაც მოგწონს და რისი გამოყენებაც გინდა. მოგწონს - ჩაიცვი სახლში. გარეთ როდის გახვალ, არ იცი. ნამცხვარი გინდა - შეჭ...

კორონას ორი მხარე აქვს

Image
რაღაც ფილმს ვუყურებ. ვუყურებ რა - ჩართულია და ცალი თვალით გავხედავ ხოლმე, ყურითაც ცალით ვუსმენ. და ერთ-ერთ ასეთ გახედვაზე კადრი დავინახე კაფეში. გარედან, ფანჯრიდან გადაღებული კადრი: საღამოს კაფე. შეგრძნება იყო, რომ ზამთარია. და უცებ ისე მომინდა, ისე მომინდა, ისევ ძველებურად შემეძლოს, აი ასე მშვიდად საღამოს გასვლა ვისთან ერთადაც მინდა, როცა მინდა, სადაც მინდა... არა სიჩქარე, არა შიში, მშვიდად ჯდომა მეგობრებათან ერთად და უდარდელობა, სილაღე.. ისიც კი მომენატრა, ბაქოში მარტო რომ მივდიოდი ხოლმე ანტრეში, ან სტარბაქსში, სამუშაო დღის და / ან კვირის ბოლოს, ვჯდებოდი ამოჩემებულ მაგიდასთან და ყავის ჭიქის თავსახურის მოხდასთან ერთად ლეპტოპსაც ვხსნიდი და "ბაქოს ქრონიკებს" ვწერდი...  მოგზაურობა რომ მომენატრა, ამაზე არც ვლაპარაკობ. თან სწორედ გუშინ ამომიგდო მემორიმ ფოტოები - შაბათ-კვირას კონცერტზე რომ გადავფრინდით თურქეთში, სულ რაღაც 2 ღამით. ლონგ უიქენდი იყო... წინა ცხოვრება მგონია, ასეთი რაღაცეები რომ მახსენდება. კიდევ ის მომენატრა, თბილისში 2-2 კვირით დაბრუნებული, ლამის გუგლის კალენდარში რ...