Posts

ტრივიალური სათაურები, მე და მზე

Image
მგონი მოგზაურობისნაირად არაფერი მინდა და მენატრება. ბოლო დღეებში მივხვდი, ძალიან გადავიღალე და რეალურად დასვენება მჭირდება. აქამდე მთელი არსებით ვეწინააღმდეგებოდი პასიური დასვენების ვარიანტს და გაუგებარია როგორ და რა, მაგრამ რაღაც აქტიური და ევროპული მინდოდა. ბოლოს ალბათ შევეგუე იმას, რომ წელს, ან ყოველ შემთხვევაში ამ სეზონზე არ გამოდის, პლუს ვიგრძენი რა, რომ სწავლა და მუშაობა უკვე თუ მაჩ იყო, მოვდუნდი და დავთანხმდი ამ ეტაპზე ერთად ერთ რეალურ, ოპტიმალურ და კარგ ვარიანტს. და დავმშვიდდი. დღეს ალბათ ბოლო დიდი ხნის მანძილზე პირველი საღამოა, როცა მართლა არაფრის კეთების უფლება მივეცი თავს. სრული არაფრის კეთების და ჩემი დროის, ჩემი აივნის შერგების და სიამოვნების მიღების. რას ვაკეთებდი? ან ვმუშაობდი, ან ვმეცადინეობდი. ვმეცადინეობდი მუშაობისგან თავისუფალ ლამის ყოველ წუთს და თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდებოდა, ისევ რამე საქმეს ვიჩენდი, ან სადმე მივდიოდი (თუნდაც არა საქმით), ან ვინმე მოდიოდა, სტუმრებს ვიღებდი, მეგობრებს ვხვდებოდი, სასირულოდ გავდიოდი. მართლა ნონ სტოპ რეჟიმში ყველაფერი. ამას წინათ მა...

ჩითის კაბა

Image
აზრზე არ ვარ, ამ კაბამ რატომ გამოიწვია ეს ასოციაციები და რატომ გამიცოცხლა ეს სურათები თავში: ზაფხულია. არა, “ ზაფხულია, ცხელა, ცხელა“ არა, სასიამოვნო თბილი საღამოა, გვიანი საღამო თელავში. ჩვენ სახლში. ფანჯრები ღიაა. კარებიც. მშვიდი საღამოა, მაგრამ არა გამოყრუებული. უბანში ჯერ კიდევ მოძრაობაა. ალბათ მეც გარეთ ვარ, უბნის ბავშვებთან ერთად და მალე შემოვალ. სახლში დედა და თინა ბებია მეგულებიან. დედა შვებულებაშია და მიხარია, რომ ჩამოვიდა. მამა შაბათ-კვირას ჩამოგვაკითხავს, დაგვხედავს. ბებო ჩაის დაადგამს და აუცილებლად გვთხოვს მე და ჩემ ძმას, კარაქიანი პური ვჭამოთ. ალბათ რომელიმე მეზობელიც შემობოდიალდება. ჩუსტებს კარებთან დატოვებს, ფეხშიშველი შემოვა და ჩამოჯდება თავისთვის მოლაპარაკე ტელევიზორის წინ. ციალა თუ შემოვიდა, უცილებლად ჩასთვლემს. სულ მგონია, რომ ძალიან სქელი კანი აქვს. სქელი და გადატკეცილი. თან მზისგან გაუხეშებული. შეიძლება მერიც შემოვიდეს. მერი ცოტას იქოთქოთებს, ბებიას რამეს შესჩივლებს. ტელევიზორი კი თავისთვის ირახრახებს. დღეში რამდენჯერ შემოივლის ვინმე თინა ბებოსთან, თვლა არ აქვს. ყვ...

ყავა და... კულიჩი

Image
 07:55 ასეთ დროს გარეთ კი არა, ძილიდანაც არ გამოვსულვარ რამდენი ხანია. რა სხვანაირია ასეთ დროს თბილისი. და ალბათ ნებისმიერი ქალაქი. თბილისის მერე პირველივე ბათუმი წარმოვიდგინე. როგორია ნეტა ბათუმის ქუჩები ასეთ დროს? ჩვენთან ხომ ყველა და ყველაფერი გვიან იღვიძებს. იყო დრო, დილის 8 საათზე უკვე ანტრეში, ყავის რიგში, დიახ რიგში ვიდექი ხოლმე. თუნდაც რამდენიმე კაციანში. მე და 2-3 უცხოელი, ან იშვიათად - 1-2 ჩემნაირი ქართველი, რომელიც ამ დროს უკვე სამსახურში მიდიოდა. ასეთ დროს, ცხადია, სხვა არაფერი იყო ღია. ჩემი სამსახური კი - ძალიან შორს. თუ ცოტა ადრე მივიდოდი, ანტრეშივე ვასწრებდი საუზმეს. თუ არა - ცხელ-ცხელი ყავა და შოკოლადის პლიე თან მიმქონდა. კვირაში 3x ასეთმა საუზმემ ამაკრეფინა +3კილო, როგორც მახსოვს. და თუ მანამდე ყველაზე დაბალი წონის A4 ფურცლის ზომას მადარებდნენ სისქეში, მერე დაახლოებით მუყაოს საქაღალდის მასალის სისქემდე ავედი. მგონია, წინა ცხოვრებაში იყო ეს ყველაფერი. ადრე, ასევე წინა ცხოვრებაში მიყვარდა ხანდახან კვირა დილის, ადრე დილის თბილისი. კვირას მით უმეტეს, კიდევ უფრო გ...

შობა ღამის შავი ჩაი

Image
 კი, ჯადოსნური დღესასწაულია.  ახლა დილის 6 საათი ხდება. შობა დაღამდა და მეორე დღე თენდება უკვე. ფილმი დამთავრდა, "Noel". ბოლოსკენ მივხვდი, რომ ნანახი მქონდა ოდესღაც. თავიდან, ყურება რომ დავიწყე, სხვა ფილმს მივამსგავსე. ნამდვილად არის რაღაც პარალელები და ვფიქრობ, Love actually რიმეიკი თუ არა, ოდნავ მაინც არის გადამღერება ამ ფილმისა. ყოველ შემთხვევაში, რეჟისორი ნამდვილად იყო ცოტათი ინსპირირებული Noel-ით.  ვიტირე რამდენიმე მომენტზე, განსაკუთრებით ბოლოს. ემოციური ფონი ისედაც გამძაფრებული მქონდა გუშინ ღამიდან დაწყებული, დღევანდელით გაგრძელებული და ეს ფილმი ყველაფრის დაგვირგვინება და კულმინაცია აღმოჩნდა გამთენიისას.  კი, ნამდვილად სიყვარულის და სიკეთის დღესასწაულია. და კიდევ პატიების. შენც უნდა აპატიო და შენც გაპატიონ. თუ რამე სათქმელი დაგრჩა, თქვა, არ დამალო. თუ გეტირება - იტირო. თუ გეცინება - იცინო. არ შეგრცხვეს არც ემოციების, არც გრძნობების და არც მათი გამოხატვის.  და ახალი წელი სრულიად ახლის და კიდევ უფრო კარგის მოლოდინით უნდა დაიწყო. ისევ უნდა გჯეროდეს რეალური სა...

ახალი წელი მოსულა! - უზრდელი!

Image
ცოტა უაზრო, მაგრამ თავის დროზე რომ გვეცინებოდა, ისეთი სკეჩი გამახსენდა. იმ დროს სიტყვა სკეჩიც არ არსებობდა, ან ჩვენ არ ვიცოდით: "ახალი წელი მოსულა" - ამბობს ბიჭი. "უზრდელი" - პასუხობს გოგო და სილას აწნავს. და ამ დუბლს იღებენ მილიონჯერ. ახლა არ მახსოვს, რა იყო ამაში სასაცილო, მაგრამ მაინც მეღიმება, უბრალოდ წარსულზე, ალბათ. ხოდა უზრდელობაში არ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ მართლაც მოსულა ახალი წელი. ელვის სისწრაფით კი გარბის დრო. რას ვიზამთ. განსაკუთრებით ბოლო ორი წელი. ეს პერიოდი სრულიად არეული მაქვს და როდის რომელ წელს რა მოხდა, რა დაიწყო, როდის დავბრუნდი და ა.შ., აზელილი მაქვს ერთმანეთში.  პირველ რიგში, რასაც ახალ წელს ვისურვებდი ყველასთვის, ამ წელს, წლის დასაწყისშივე, ძალიან მალე და უმტკივნეულოდ დასრულებულიყოს პანდემია და უცებ თუ არა, ნელ-ნელა მაინც დავბრუნებოდეთ ძველ, ან ჯობს - ახალ, უკეთეს ცხოვრებას. ისე, შეიძლება რამე ახალს დაუბრუნდე? კი, ალბათ ძალიან უცნაური რაღაც ხდება აქ, ახლა ჩემ თავს: ვზივარ ვერაზე ერთ პატარა საყვარელ კაფეში და საუზმის მოლოდინში ვსვამ ცხელ....

მუსიკა ჩვენი არსობისა

Image
ჩვეულებრივ, უფრო სწორად, როგორც ბოლო დროს გახდა ჩვეული, დღესაც მუსიკით დაიწყო დილა. შევდივარ აბაზანაში, ვრთავ სპოთიფაის და დილის რუტინა სასიამოვნო ჰანგების ფონზე მიდის. ღამისაც. ბანაობისასაც კი მუსიკა მაქვს ჩართული. ისე, დილას და ღამეს სხვადასხვა მუსიკა აქვს, სხვადასხვა საუნდტრეკი. ხოდა საუნდტრეკზე გამახსენდა - ერთხელ ვთქვი, ან დავწერე, ყველას სიზმარს თავისი საუნდტრეკი აქვს მეთქი. მერე, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ცხოვრების საუნტრეკიც არსებობს, ან ცხოვრების ეტაპების მაინც. სხვადასხვა წლებს, ზაფხულებს, ზამთრებს, მოგზაურობებს რომ თავისი მუსიკა ადევს და სპეციფიური სურნელიც დაჰყვება, ეგ ხომ ისედაც  ნათელია და თავისთავადი. თუმცა, არის ეტაპები, როცა არაფერს უსმენ. დროებით ქრება მუსიკა ცხოვრებიდან. ან უბრალოდ გავიწყდება მისი არსებობა. შეიძლება დიდხანსაც გაგრძელდეს ეს. არა იმიტომ, რომ ცუდი პერიოდი გაქვს, არა, უბრალოდ რატომღაც გავიწყდება და აღარ უსმენ. და არის ეტაპები, როცა მუსიკა ბრუნდება. ხან თავისით, ხან ვინმეს შემოაქვს. ესეც გამახსენდა - ყოფილან ადამიანები, ახალი ადამიანები, რომ...

Meet me in... Tbilisi

Image
დიდი ხანია, ვაჟა-ფშაველას ე.წ. "ალეა"ში არ მივლია ფეხით. დღეს გვიან საღამოს მშობლებისგან ვბრუნდებოდი და მიუხედავად მინუს უსასროლობა გრადუსისა, მაინც ფეხით გადავწყვიტე სახლში დაბრუნება. რაღაც მომენტში დავინახე, რომ დიდი ბურთი ნათურებით იყო განათებული პარკი. მონუსხულივით გადავჭერი ქუჩა და შევედი. ჯერ ფილტრებით ვითამაშე და რამდენიმე ფოტო გადავუღე, მერე კი ფეხით ავუყევი ცარიელ პარკს. მომნატრებია აქ ფეხით გავლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვუღალატე აქაურობას, იმ ადგილებს, რომლებმაც პანდემიის პირველი პერიოდი და ჩაკეტილობა გადამატანინა, სადაც კილომეტრებს გავდიოდი წინ და უკან ფეხით სიარულით, ხან ველოთი. სადაც პირბადეებით და დისტანციურად, ხანაც ყავით ხელში ვხვდებოდი მეგობრებს, ხან საღამოთი დავდიოდი მათთან ერთად. მოკლედ, გულში ბოდიში მოვუხადე, რომ ჩემ 10 000 ნაბიჯს საღამოობით სხვა ტერიტორიებზე გავდივარ და შევპირდი, ისევ დავბრუნდები ხანდახან, თუნდაც ძველი მოგონებების ხათრით მეთქი. პარკამდე სანამ მივიდოდი, გზად იმ ადგილს ჩავუარე, დღისით ყვავილები რომ იყიდება ხოლმე. სეზონზე ჩემი შემოსა...