Posts

მთვარე უკვე ამოსულა (?)

Image
დილიდან მინდოდა ტკბილი. არა, დილიდან არ მინდოდა. დილიდან წერა მინდოდა მგონი. უბრალოდ, ახლა მოვიცალე დღის სხვადასხვა ეტაპზე თავში მოსული ფიქრების თუ ემოციების გადმოსაცემად.  დილა/შუადღე: ვასაძე, ბედნიერებას ძებნა მართლა არ სჭირდება. ბედნიერება ხშირად უბრალო დეტალებშია, აი ასეთ ელემენტარულ დეტალებში: ბედნიერებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა, დილით წახვიდე ვარჯიშზე, ისიამოვნო იოგას კლასით, მერე კიდე არასაქმიან საქმეზე, მერე მოხვიდე სახლში და წინასწარ გიხაროდეს, რომ ახლა ძალიან გემრიელ რამეს მოიმზადებ და მშვიდად ისიამოვნებ გვიანი საუზმით.  ბედნიერებაა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბედნიერებაა, როცა დამშვიდობებისას გეტყვიან,  მადლობა, რომ ასეთი კარგი იყავიო (იყავი იმიტომ, რომ სულ 1 სემესტრი მოგვიწია მუშაობა).  საღამო: შაკიკის პირველი ნიშნების მიუხედავად, მაინც წავედი ივენთზე. მერე, უკვე სახლში დაბრუნებულს, ჩემი თავი მახსენდებოდა ადრეული ახალგაზრდობის ეტაპზე. ყველგან რომ უნდა წავსულიყავი, დაღლილობის მიუხედავად, თითქოს მეშინოდა, რამეს არ გამოვკლებოდი. ხოდა დღესაც წავედი. ხმაურიან ნა...

No Daisies

Image
ბავშვობაში, როცა ავად ვხდებოდი, დედაჩემი მეუბნებოდა, მაღალი სიცხე რომ გაქვს, ბევრ ლაპარაკს იწყებ და ამით ვხვდები, რომ აგიწიაო. ამას მოჰყვებოდა შუბლზე ტუჩების შეხება და მერე თერმომეტრი. მოგვიანებით უკვე მეც ვხვდებოდი ამას :) ახლა არ ვიცი. იმდენად იშვიათად ვხდები ავად, სიცხე ბოლოს როდის მქონდა მაღალი, არც მახსოვს. ხოდა ეტყობა დრო იყო.  *********************************************************************************** პარასკევს დილიდან ვერ ვიყავი კარგად (უფრო სწორად წინა საღამოდან), მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, ხან რას დავაბრალე, ხან რას. ჩვეულებრივ რეჟიმში ვიმუშავე, ჩვეულებრივზე მეტიც. მეორე დილას (შაბათს) იოგაზე წასვლას ვაპირებდი, მერე მუშაობას, სტომატოლოგთან წასვლას, უნივერსიტეტში გამოცდის ჩატარებას და საღამოს მთელი კვირის სამეცადინოს ერთ საღამოში მეცადინეობას. მაგრამ ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩი, ამობეჭდილი ტესტები ჩანთასთან დავალაგე და ლეპტოპი დავხურე, უცებ საშინლად ამაკანკალა. ესეც გადაღლას დავაბრალე ჯერ. რა ჯიუტი ვარ :) მაგრამ მერე მივხვდი, ბოლოს და ბოლოს უნდა გამეზომა სიცხე: 38. ...

"კომფორტ წიგნი"

Image
ავტობუსში ვზივარ. დღეს პირველ გზაზე მაინც საოცრად გამიმართლა. მეტროდან ამოსული ავტობუსის გაჩერებაზე რომ მივედი, ტაბლოზე სასურველიბნომრის გასწვრივ 1 წუთი ეწერა, რაც ამ რამდენიმე თვის მანძილზე არასოდეს მომხდარა. გზაც თავისუფალი იყო და ავტობუსიც თითქმის ცარიელი მთელი გზა. ნუ ცარიელში ვგულისხმოვ, რომ 2 გაჩერებაში დაჯდომაც კი შევძელი, ისე რომ სინდისსაც არ შევუწუხებივარ :) საცობების არ არსებობის მიუხედავად ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა და გადავწყვიტე, მუსიკის ნაცვლად ტრადიციულად აუდიო წიგნი ჩამერთო. ოღონდ არა ის, რაც ბოლოს გავწყვიტე. იაპონელი მწერლების სიმძიმის ხასიათზე ნამდვილად აღარბვუყავი. საშობაო მსუბუქი განყობა უფრო მინდოდა მოეტანა და შეენარჩუნებინა წიგნს. და უცებ მივხვდი, რომ ამ ნიშნით უნდა დამეწყო ძებნა.  ცისია რისი ცისიაა, რამის პოვნა მოინდომოს და ვერ იპოვოს. 5 წუთში უკვე დიდი არჩევანიდან ნაწილი გაფილტრული მქონდა და საბოლოოდ არჩევანი ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობ და მსოფლიოს მასშტაბით საოცრად დიდი ტირაჟით გაყიდულ და აწ უკვე სერიად ქცეული წიგნების პირველ, ორიგინალ წიგნზე შევაჩერე...

ხანდახან

Image
ხანდახან უბრალოდ უნდა მოდუნდე. ჩაი დაისხა, დედას გამოტანებული "შოკოლადის ძეხვი" მოიჭრა, ტახტზე მოთავსდე ფეხმორთხმული და რამე საყვარელ ფილმს უყურო, აი ისეთს, თან რომ გაღიმებს და შეიძლება სულ ცოტა გატირებს, მაგრამ ცუდ ხასიათზე არ დაგაყენებს, პირიქით.  ხანდახან, როცა აღმოაჩენ - თავისუფალი დრო გაქვს, უბრალოდ უნდა მოდუნდე. არც სავარჯიშოდ წახვიდე, არც ფეხით სასიარულოდ, არც მეგობრები მოიწვიო და არც შენ გავარდე სადმე, არც ვინმეს შეხვდე, არც იმუშაო, არც იმეცადინო, უბრალოდ შეირგო ჩაი და თავისუფლება. და გაიხსენო, რომ ბედნიერება ხანდახან ასეთ უბრალო დეტალებშია.

დეტალების გარეშე

Image
It's a long story, full of the personal details we avoid so carefully ხანდახან ბედნიერება ელემენტარულ დეტალებშია. ხანდახან კი არა, პრინციპში ძირითადად ამაშია, გლობალურ ბედნიერებას და ბედნიერების გულის გახეთქვამდე დიდ შემოტევებს თუ არ ჩავთვლით. ეს უკანასკნელი კი ყოველ დღე არ ხდება, ამიტომ ისევ იმას მივუბრუნდეთ, რაც შეგვიძლია თითქმის ყოველ დღე განვიცადოთ: ბედნიერება დეტალებში. ავად ვიყავი რამდენიმე დღე. ხმა არ მქონდა საერთოდ, ისე, რომ ლექციების გაცდენაც კი მომიწია, კერძო გაკვეთილებზე რომ არაფერი ვთქვათ. და 2 დღე სრულად "დავაქენსელე" ყველაფერი. ის ორი დღე იყო ისეთი მაგარი, ისეთი, როგორიც დიდი ხანია არ მქონია. ვერ მოგატყუებთ, არაფერი მიკეთებია, მთელი დღე ან ვიწექი, ან ვიჯექი, წიგნებს ვკითხულობდი და ფილმებს ვუყურებდი მეთქი. არა, ორივე დღე ვმუშაობდი, თითქმის მთელი დღე (მეცადინეობა, თარგმნა), რასაც მანამდე ვერ ვასწრებდი, ისინი ვაკეთე, მაგრამ - ვმუშაობდი ჩემთვის, არ მეჩქარებოდა არსად, არ მელოდებოდა არავინ და დროს სრულიად ჩემი შეხედულებისამებრ განვსაზღვრავდი. და მიუხედავად იმისა, ...

ტრივიალური სათაურები, მე და მზე

Image
მგონი მოგზაურობისნაირად არაფერი მინდა და მენატრება. ბოლო დღეებში მივხვდი, ძალიან გადავიღალე და რეალურად დასვენება მჭირდება. აქამდე მთელი არსებით ვეწინააღმდეგებოდი პასიური დასვენების ვარიანტს და გაუგებარია როგორ და რა, მაგრამ რაღაც აქტიური და ევროპული მინდოდა. ბოლოს ალბათ შევეგუე იმას, რომ წელს, ან ყოველ შემთხვევაში ამ სეზონზე არ გამოდის, პლუს ვიგრძენი რა, რომ სწავლა და მუშაობა უკვე თუ მაჩ იყო, მოვდუნდი და დავთანხმდი ამ ეტაპზე ერთად ერთ რეალურ, ოპტიმალურ და კარგ ვარიანტს. და დავმშვიდდი. დღეს ალბათ ბოლო დიდი ხნის მანძილზე პირველი საღამოა, როცა მართლა არაფრის კეთების უფლება მივეცი თავს. სრული არაფრის კეთების და ჩემი დროის, ჩემი აივნის შერგების და სიამოვნების მიღების. რას ვაკეთებდი? ან ვმუშაობდი, ან ვმეცადინეობდი. ვმეცადინეობდი მუშაობისგან თავისუფალ ლამის ყოველ წუთს და თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდებოდა, ისევ რამე საქმეს ვიჩენდი, ან სადმე მივდიოდი (თუნდაც არა საქმით), ან ვინმე მოდიოდა, სტუმრებს ვიღებდი, მეგობრებს ვხვდებოდი, სასირულოდ გავდიოდი. მართლა ნონ სტოპ რეჟიმში ყველაფერი. ამას წინათ მა...

ჩითის კაბა

Image
აზრზე არ ვარ, ამ კაბამ რატომ გამოიწვია ეს ასოციაციები და რატომ გამიცოცხლა ეს სურათები თავში: ზაფხულია. არა, “ ზაფხულია, ცხელა, ცხელა“ არა, სასიამოვნო თბილი საღამოა, გვიანი საღამო თელავში. ჩვენ სახლში. ფანჯრები ღიაა. კარებიც. მშვიდი საღამოა, მაგრამ არა გამოყრუებული. უბანში ჯერ კიდევ მოძრაობაა. ალბათ მეც გარეთ ვარ, უბნის ბავშვებთან ერთად და მალე შემოვალ. სახლში დედა და თინა ბებია მეგულებიან. დედა შვებულებაშია და მიხარია, რომ ჩამოვიდა. მამა შაბათ-კვირას ჩამოგვაკითხავს, დაგვხედავს. ბებო ჩაის დაადგამს და აუცილებლად გვთხოვს მე და ჩემ ძმას, კარაქიანი პური ვჭამოთ. ალბათ რომელიმე მეზობელიც შემობოდიალდება. ჩუსტებს კარებთან დატოვებს, ფეხშიშველი შემოვა და ჩამოჯდება თავისთვის მოლაპარაკე ტელევიზორის წინ. ციალა თუ შემოვიდა, უცილებლად ჩასთვლემს. სულ მგონია, რომ ძალიან სქელი კანი აქვს. სქელი და გადატკეცილი. თან მზისგან გაუხეშებული. შეიძლება მერიც შემოვიდეს. მერი ცოტას იქოთქოთებს, ბებიას რამეს შესჩივლებს. ტელევიზორი კი თავისთვის ირახრახებს. დღეში რამდენჯერ შემოივლის ვინმე თინა ბებოსთან, თვლა არ აქვს. ყვ...