Posts

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

Image
წადი, გამოიცვალე, გადაივლე, იცურავე, ამოდი, გადაივლე, გამოიცვალე... სანამ აუზზე მიხვალ, ყოველთვის გეზარება ცოტა მაინც მთელი ეს პროცედურები. მაგრამ ხელის პირველი მოსმა და ყველა ფიქრი ქრება. გასახდელში ხმაურია. მუსიკის გამო არა, მომხმარებლების გამო. ეს ის გოგოა, ძალიან რომ ჰგავს ერთ მსახიობს და დარწმუნებული ვარ, იცის კიდეც. კი, მომწონს გარეგნულად. ტანიც ძალიან კარგი აქვს, მაგრამ... სასტიკად მეგოიმება. გინდა სნობი მიწოდეთ და რაც გინდათ. მე ვფიქრობ, გოიმობაა, დიახ, ზუსტად და უკულტურობაა, ასეთ ადგილას, სადაც საჯარო სივრცეა და მარტო არ ხარ, ამხელა ხმაზე ილაპარაკო და იხმაურო. არა, არ მაწუხებს მე პირადად, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია ამ ქცევაზე. ეხ, იხმაურონ სადაც უნდათ, ჩავედი მე აუზზე.  ვიცოდი, რომ შაბათს საღამოს ცოტა ხალხი დამხვდებოდა. სამიდან 1 ბილიკი შევარჩიე, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი დაცურავდა და დავიწყე... სადღაც 15 წუთის შემდეგ შუა ბილიკი სრულიად გათავისუფლდა. იქ გადავინაცვლე და ზურგზე დავწექი. ვაშა! ფანჯრები გაუწმენდიათ! ერთი სიამოვნებაა ღამის აუზში ზურგზე ცურვა და საკუთარი ანარეკლ...

მთვარის ასული

  “and when nobody wakes you up in the morning, and when nobody waits for you at night, and when you can do whatever you want. what do you call it, freedom or loneliness? ” გააჩნია, რა განწყობაზე ხარ. დროთა განმავლობაში ამას სულ უფრო მეტად აღიქვამ თავისუფლებად და ამ თავისუფლებით ტკბები.  ხანდახან მართლა არაფერი გჭირდება გარდა იმისა, რომ დაბრუნდე შენ სახლში. იქ, სადაც ყველაზე მშვიდად, თავისუფლად და ბედნიერად გრძნობ თავს.   ჯერ კიდევ გზაში ფეხით სიარულისას რენდომ ჩართული ალბომი სპოთიფაიზე ჟღერას განაგრძობს. სახლში მოსული ბლუთუსს თიშავ, ყურსასმნებს იხსნი და ტელეფონს უბრალოდ დებ, რომ მთელ სახლში ფონად ისმოდეს მუსიკა, თუმცა არა ისეთ ხმაზე, რომ მეზობლები შეწუხდნენ. საერთოდ, ვერ იტან ვერც ხმამაღალ ლაპარაკს, ვერც ხმამაღლა ჩართულ ტელევიზორს და მუსიკას.  შენ იცვლი, ხალათს იცმევ, რომელიც მთელი ეს კვირა დღე არ გაგიხდია, გარდა იმ პერიოდისა, როცა გარეთ გახვედი საღამოს და მშობლებს ესტუმრე. გუშინ დამლაგებელი გყავდა. ინგას მერე სახლში შემოსვლა განსაკუთრებით გიყვარს. შემოსვლა რა,...

დრაფტი, რომელიც შეიძლება დავპოსტო :)

აქ და ახლა რომ გაჩერდეს დრო, ალბათ იდეალური იქნებოდა. მაგრამ ცხადია, არ აპირებს და არ გაჩერდება. არ ვიცი, იქნებ ოდესმე, შორეული მომავალში შეძლონ ეს ჩვენზე უფრო განვითარებულმა ადამიანებმა. ტექნოლოგიურად არ ვიცი და სულიერად განვითარებულებმა. ახლა კი ასეთია ჩვენი რეალობა, რომელიც, მართალი გითხრათ, მომწონს. ზოგადადაც და ამ წამსაც.  წელს პირველად დავჯექი ასე აივანზე, საღამოს. ამაზე უკეთესი ამინდებიც იყო კი, მაგრამ, როგორც ჩანს დროს ვერ ვნახულობდი. მერე ისევ ციოდა, ისევე, როგორც მანამდე. ახლა კი, ახლა უბრალოდ ჰაერის ჩასაყლაპად გამოვედი და აღმოვაჩინე, რომ მოპირდაპირედ მშენებარე სახლის ტერიტორიიდან მუშები როგორც იქნა წასულან, სიმშვიდეა, ძალიან სასიამოვნო ტემპერატურა, სიჩუმე და ჩემ მარცხნივ არსებული ე.წ. "რეკრეაციული ზონიდან", გინდაც ტყესავით რაღაც პატარა სიმწვანის ნაგლეჯიდან ჩიტების მშვიდი ხმები მოდის. ნელ-ნელა უფრო და უფრო გამძაფრდება ეს ხმები, უფრო გაბევრდება და უფრო გამახარებს. მეც უფრო ხშირად ვიჯდები აივანზე ღვინის ბოკალით მაგიდაზე და ლეპტოპით მუხლებზე. მეგობრებსაც უფრო ხშირად მი...

მთვარე უკვე ამოსულა (?)

Image
დილიდან მინდოდა ტკბილი. არა, დილიდან არ მინდოდა. დილიდან წერა მინდოდა მგონი. უბრალოდ, ახლა მოვიცალე დღის სხვადასხვა ეტაპზე თავში მოსული ფიქრების თუ ემოციების გადმოსაცემად.  დილა/შუადღე: ვასაძე, ბედნიერებას ძებნა მართლა არ სჭირდება. ბედნიერება ხშირად უბრალო დეტალებშია, აი ასეთ ელემენტარულ დეტალებში: ბედნიერებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა, დილით წახვიდე ვარჯიშზე, ისიამოვნო იოგას კლასით, მერე კიდე არასაქმიან საქმეზე, მერე მოხვიდე სახლში და წინასწარ გიხაროდეს, რომ ახლა ძალიან გემრიელ რამეს მოიმზადებ და მშვიდად ისიამოვნებ გვიანი საუზმით.  ბედნიერებაა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბედნიერებაა, როცა დამშვიდობებისას გეტყვიან,  მადლობა, რომ ასეთი კარგი იყავიო (იყავი იმიტომ, რომ სულ 1 სემესტრი მოგვიწია მუშაობა).  საღამო: შაკიკის პირველი ნიშნების მიუხედავად, მაინც წავედი ივენთზე. მერე, უკვე სახლში დაბრუნებულს, ჩემი თავი მახსენდებოდა ადრეული ახალგაზრდობის ეტაპზე. ყველგან რომ უნდა წავსულიყავი, დაღლილობის მიუხედავად, თითქოს მეშინოდა, რამეს არ გამოვკლებოდი. ხოდა დღესაც წავედი. ხმაურიან ნა...

No Daisies

Image
ბავშვობაში, როცა ავად ვხდებოდი, დედაჩემი მეუბნებოდა, მაღალი სიცხე რომ გაქვს, ბევრ ლაპარაკს იწყებ და ამით ვხვდები, რომ აგიწიაო. ამას მოჰყვებოდა შუბლზე ტუჩების შეხება და მერე თერმომეტრი. მოგვიანებით უკვე მეც ვხვდებოდი ამას :) ახლა არ ვიცი. იმდენად იშვიათად ვხდები ავად, სიცხე ბოლოს როდის მქონდა მაღალი, არც მახსოვს. ხოდა ეტყობა დრო იყო.  *********************************************************************************** პარასკევს დილიდან ვერ ვიყავი კარგად (უფრო სწორად წინა საღამოდან), მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, ხან რას დავაბრალე, ხან რას. ჩვეულებრივ რეჟიმში ვიმუშავე, ჩვეულებრივზე მეტიც. მეორე დილას (შაბათს) იოგაზე წასვლას ვაპირებდი, მერე მუშაობას, სტომატოლოგთან წასვლას, უნივერსიტეტში გამოცდის ჩატარებას და საღამოს მთელი კვირის სამეცადინოს ერთ საღამოში მეცადინეობას. მაგრამ ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩი, ამობეჭდილი ტესტები ჩანთასთან დავალაგე და ლეპტოპი დავხურე, უცებ საშინლად ამაკანკალა. ესეც გადაღლას დავაბრალე ჯერ. რა ჯიუტი ვარ :) მაგრამ მერე მივხვდი, ბოლოს და ბოლოს უნდა გამეზომა სიცხე: 38. ...

"კომფორტ წიგნი"

Image
ავტობუსში ვზივარ. დღეს პირველ გზაზე მაინც საოცრად გამიმართლა. მეტროდან ამოსული ავტობუსის გაჩერებაზე რომ მივედი, ტაბლოზე სასურველიბნომრის გასწვრივ 1 წუთი ეწერა, რაც ამ რამდენიმე თვის მანძილზე არასოდეს მომხდარა. გზაც თავისუფალი იყო და ავტობუსიც თითქმის ცარიელი მთელი გზა. ნუ ცარიელში ვგულისხმოვ, რომ 2 გაჩერებაში დაჯდომაც კი შევძელი, ისე რომ სინდისსაც არ შევუწუხებივარ :) საცობების არ არსებობის მიუხედავად ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა და გადავწყვიტე, მუსიკის ნაცვლად ტრადიციულად აუდიო წიგნი ჩამერთო. ოღონდ არა ის, რაც ბოლოს გავწყვიტე. იაპონელი მწერლების სიმძიმის ხასიათზე ნამდვილად აღარბვუყავი. საშობაო მსუბუქი განყობა უფრო მინდოდა მოეტანა და შეენარჩუნებინა წიგნს. და უცებ მივხვდი, რომ ამ ნიშნით უნდა დამეწყო ძებნა.  ცისია რისი ცისიაა, რამის პოვნა მოინდომოს და ვერ იპოვოს. 5 წუთში უკვე დიდი არჩევანიდან ნაწილი გაფილტრული მქონდა და საბოლოოდ არჩევანი ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობ და მსოფლიოს მასშტაბით საოცრად დიდი ტირაჟით გაყიდულ და აწ უკვე სერიად ქცეული წიგნების პირველ, ორიგინალ წიგნზე შევაჩერე...

ხანდახან

Image
ხანდახან უბრალოდ უნდა მოდუნდე. ჩაი დაისხა, დედას გამოტანებული "შოკოლადის ძეხვი" მოიჭრა, ტახტზე მოთავსდე ფეხმორთხმული და რამე საყვარელ ფილმს უყურო, აი ისეთს, თან რომ გაღიმებს და შეიძლება სულ ცოტა გატირებს, მაგრამ ცუდ ხასიათზე არ დაგაყენებს, პირიქით.  ხანდახან, როცა აღმოაჩენ - თავისუფალი დრო გაქვს, უბრალოდ უნდა მოდუნდე. არც სავარჯიშოდ წახვიდე, არც ფეხით სასიარულოდ, არც მეგობრები მოიწვიო და არც შენ გავარდე სადმე, არც ვინმეს შეხვდე, არც იმუშაო, არც იმეცადინო, უბრალოდ შეირგო ჩაი და თავისუფლება. და გაიხსენო, რომ ბედნიერება ხანდახან ასეთ უბრალო დეტალებშია.